Saturday, May 3, 2014

ტრენინგის შეფასება

ეს ტრენინგი იყო ძალიან საჭირო და აუცილებელი XXI საუკუნეში კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად.იმისათვის, რომ მასწავლებელმა სრულად გადასცე მოსწავლეებს შენი ცოდნა და გამოცდილება,ნამდვილად დროული იყო ჩვენი ცოდნის ამაღლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.ჩვენ მაღალ დონეზე შევისწავლეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა,ბლოგების შექმნა,ბუკლეტის დამზადება და მისი პროექტში გამოყენება,გავეცანით მნიშვნელოვან დოკუმენტს-XXI საუკუნის უნარ-ჩვევები,ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა,პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე გადატანა,ბლოგის გვერდების ჩასმა,ალბომის შექმნა და სხვა.ამ ყველაფერში ლომის წილი მიუძღვის ტრენერს ქეთინო ცერაძეს,რომლის ღვაწლიც ძალიან დიდია.ტრენინგის ბოლოს მოხდა პროექტის პრეზენტაცია ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგის მარინა ტერტეროვის.მან ასევე გვაზიარა აშშ-ს საგანმანათლებლო სკოლების მდგომარეობას.
ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტიული.მადლობა განათლების სამინისტროს მასწავლებელთა სახლს.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქეთინო ცერაძეს,როგორც ადამიანს და როგორც პედაგოგს

No comments:

Post a Comment